Teas Sesaxeb

 

mTavariTeas SesaxebnaqargebiTeqaheraldikafotogalereakontaqti


თეა  მამუკელაშვილი

  • დაბადების თარიღი: 4/03/1979 
  • განათლება: ქეთევან იაშვილის თელავის სამხატვრო სკოლა(1995) და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (2001) .  
  • მოღვაწეობის სფერო:
  • ხელოვნება (ქართული ტრადიციული და თანამედროვე ქარგვა),
  • ქარგავს შთამბეჭდავ პერსონალურ მხატვრულ კომპოზიციებს, მუშაობს აგრეთვე ისტორიულ თემატიკაზე, კერძოდ: მეფეთა, წარჩინებულ ქართულ და საზღვარგარეთის საგვარეულოთა გერბებზე. სახელმწიფო სიმვოლიკაზე.
  • მიღწეული წარმატებები:
  • 2000 წლის ნოემბერში თეა მამუკელაშვილის ნამუშევრები გამოიფინა ქეთევან იაშვილის სახელობის თელავის სამხატვრო გალერეაში;
  • 2000 წლის 1-29 დეკემბერს გაიმართა მისი ნაქარგების I პერსონალური გამოფენა USAID-ის კავკასიის წარმომადგენლობაში (Sheraton Metechi Palace);
  • 2000 წლის დეკემბერში შეიქმნა ინტერნეტ-საიტი,სადაც მოთავსებულია მისი ნაქარგების მნიშვნელოვანი ნაწილი
  • 2001 წლის ივლისში მოეწყო მისი ნაქარგების გამოფენა .თელავის რაიონის  გამგეობის შენობაში;
  • 2001 წლის აგვისტოდან იმყოფება აღრიცხვაზე საქართველოს ხალხური შემოქმედების სამეცნიერო-მეთოდურ ცენტრში, როგორც გამოყენებითი ხელო ვნების ოსტატი;
  • 2001 წლის სექტემბერში მისი ნამუშევრები გამოიფინა ქეთევან იაშვილის  სახელობის თელავის სამხატვრო გალერეაში;
  • 2001 წლის 10 ოქტომბერს ჰქონდა II პერსონალური გამოფენა საქართველოს პარლამენტის ილია ჭავჭავაძის სახელობის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, სადაც სხვა ნამუშევრებთან ერთად წარმოდგენილი იყო ნაქარგები ისტორიულ თემატიკაზე - წარჩინებულ ქართულ საგვარეულოთა  30 გერბი;
  • 2001 წლის 22 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის კათედრის მხარდაჭერით გაიმართა თეა მამუკელაშვილის ნაქარგების III პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საგამოფენო დარბაზში(I კორპუსი);
  • 2001 წლის 29 ნოემბერ-21 დეკემბერს მოეწყო მისი ნაქარგების IV პერსონალური გამოფენა USAID -ის კავკასიის წარმომადგენლობაში (Sheraton Metechi Palace);
  • 2002  წლის 22 მარტს--1 აპრილს გაიმართა თეა მამუკელაშვილის მხატვრული ნაქარგების V პერსონალური გამოფენა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში;
  • 2002  წლის 23 სექტემბერს-6 ოქტომბერს თეამ მიიღო მონაწილეობა გამოფენაში, რომელიც გაიმართა საფრანგეთში, ქალაქ ოსერში (იონის დეპარტამენტი) სენ-ჟერმენის მუზეუმში, სადაც წარმოადგინა 15 მხატვრული ნაქარგი.
  • 2003 წლის 10-17 ოქტომბერს ლადო გუდიაშვილის სახელობის ბათუმის მხატვრის სახლის საგამოფენო დარბაზში მოეწყო თეა მამუკელაშვილის მხატვრული ნაქარგების VI პერსონალური გამოფენა.
  • თეა არის საქართველოს მხატვართა ფედერაციის წევრი და თელავის რეგიონალური მხატვართა კავშირის გამგეობის წევრი.
  • თეა არის ორგანიზაცია ,, არტ პროექტის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;
  • 15-24 მაისი, 2004, თეამ მონაწილეობა მიიღო ქართულ-ფრანგულ ერთობლივი გამოფენაში, რომელიც გაიმართა თელავის თეატრის ფოიეში. გამოფენა მიეძღვნა ფრანგული კულტურის დღეებს საქართველოში.
  • ამჟამად მუშაობს " World Vision" - ის საქართველოს მისიაში გამოყენებითი ხელოვნების მასწავლებლად.